მანჩესტერ იუნაიტედის კამერუნელმა მეკარემ, ანდრე ონანამ ევროპის ლიგის 1/4-ფინალის წინ ლიონთან მატჩზე ისაუბრა.
მისი თქმით, იუნაიტედი ლიონზე ძლიერი გუნდია და ამ ბარიერის გადალახვას შეძლებს.
საფრანგეთში გამარჯვებულის მენტალიტეტით წავალთ. ვიცით, რომ საუკეთესო სეზონი არ გვაქვს, თუმცა მაინც შეგვიძლია, რომ სეზონი ტიტულით დავასრულოთ.
ლიონს ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩვენ ჩვენს თავებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათზე ძლიერი გუნდი გვყავს და გამარჯვებას შევძლებთ.
- თქვა ონანამ.