ჩაბი ალონსოს ბაიერ ლევერკუზენი დიდი ხანია მშვენივრად გამოიყურება როგორც შიდა, ისე გარე ასპარეზზე, თუმცა მათთვის ბაიერნთან ჩემპიონთალიგური გადაკვეთა არც თუ დასამახსოვრებელი გამოდგა.
ლევერკუზენმა ალიანც არენაზე 3:0 წააგო და განმეორებითი შეხვედრის წინ მომავალ ეტაპზე გასასვლელი შანსები თითქმის მოიკვეთა, თანაც ამას დაემატა ის, რომ ფლორიან ვირცი დაშავდა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ფეხბურთელს მყესის დაზიანება აქვს მიღებული, რის გამოც რამდენიმე კვირას გამოტოვებს.