არასასიამოვნო გამოდგა ჩაბი ალონსოს ლევერკუზენისთვის გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტური, სადაც გუნდმა მხოლოდ ქულა აიღო.
ბაიერ ლევერკუზენი ვერდერ ბრემენს ესტუმრა და შეხვედრაში ჯამურად 4 გოლი გავიდა, საბოლოო ანგარიში კი 2:2 გახლავთ.
ლევერკუზენის მხრიდან გოლი ვიქტორ ბონიფასემ გაიტანა, მეორე ბურთი კი ავტოგოლის ხარჯზე გავიდა.
ცნობისთვის, ალონსოს გუნდი ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის მესამე ადგილს მოპოვებული 15 ქულით იკავებს.