დღეს დილიდან გერმანულმა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იოზუა კიმიხი ბაიერნში სეზონს ჩაამთავრებდა და შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.
როგორც აღმოჩნდა, გერმანელებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, რადგან ყველაფერი ფაბრიციო რომანომ უარყო.
კიმიხს წასვლა არც არასდროს სურდა. 10 დღის წინ ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკება დაიწყო და სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა კიდეც. მხარეები დოკუმენტაციას ამზადებენ და ყველაფერი მალე დასრულდება.
- ამბობს რომანო.
მიმდინარე სეზონში კიმიხმა ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.