"პრობლემა კიმიხშია?" - რატომ ვერ აფორმებს ბაიერნი გერმანელთან ახალ კონტრაქტს » სპორტის ხაზი

"პრობლემა კიმიხშია?" - რატომ ვერ აფორმებს ბაიერნი გერმანელთან ახალ კონტრაქტს

"პრობლემა კიმიხშია?" - რატომ ვერ აფორმებს ბაიერნი გერმანელთან ახალ კონტრაქტს
7-02-2025, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნსა და იოზუა კიმიხს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და მხარეები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ განახლებული კოტნრაქტის გაფორმებას.

რეკორდმაისტერის სპორტული დირექოტრის მახ ებერლის ბოლო განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი კიმიხისგან თანხმობას ელოდება და ყველაფერი საბოლოოდ 29 წლის ნახევარმცველის გადასაწყვეტია.

"ახალი კონტრაქტი? ცხადია ვიცით, რომ სამუდამოდ ლოდინი არ შეგვიძლია, მაგრამ გვინდა იოზუას ცოტა დრო მივცეთ, რათა საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ ბაიერნის არის ის კლუბი, სადაც მას სურს კარიერის გაგრძელება", - განაცხადა ებერლმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კიმიხმა ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 31 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი