როგორც გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, იოზუა კიმიხი ახლოსაა, რომ ზაფხულში მიუნხენის ბაიერნი დატოვოს.
აქამდე იწერებოდა, რომ ბაიერნი კიმიხისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებდა, თუმცა გერმანელებმა თავიანთი წინადადება უკან გაიწვიეს და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
იოზუა კიმიხს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მომენტისთვის კიმიხით ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი და ლივერპულია დაინტერესებული.