უდიდესი პატრიოტი - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოზე » სპორტის ხაზი

უდიდესი პატრიოტი - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოზე

უდიდესი პატრიოტი - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოზე
გუშინ, 20:44
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში ვრცელდება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი, რომელსაც ის თავისი კარიერის გარშემო აკეთებს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი იყო და სირთულეებით სავსე, თუმცა ყველაფერი გადავლახე.

საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობლოსთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია.

- თქვა კვარამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მაისის თვეში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. პირველი 24 რიცხვში საფრანგეთის თასის ფინალში შედგება, მეორე კი 31-ში, სადაც კვარა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართავს შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი