გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პარი სენ-ჟერმენი იოზუა კიმიხის გადაყვანას შეეცდება.
მათი თქმით, ბაიერნს თავდაპირველად კიმიხთან კონტრაქტის განახლება სურდა, თუმცა კლუბმა წინადადება უკან თავადვე გაიწვია, იოზუა კი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
შესაბამისად, ამ სიტუაციით სარგებლობა პარიზულ კლუბს სურს, რომელსაც გუნდში დაცვითი ნახევარმცველის დეფიციტი აქვს.
მიმდინარე სეზონში კიმიხმა ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.