ვინ იქნება ხვიჩას მთავარი კონკურენტი პსჟ-ში და როგორია მისი სტატისტიკა » სპორტის ხაზი

ვინ იქნება ხვიჩას მთავარი კონკურენტი პსჟ-ში და როგორია მისი სტატისტიკა

ვინ იქნება ხვიჩას მთავარი კონკურენტი პსჟ-ში და როგორია მისი სტატისტიკა
გუშინ, 12:41
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს საათებში პსჟ-სთან გააფორმებს კონტრაქტს და პარიზულ კლუბს 5-წლიანი ვადით შეუერთდება.

ქართველის მთავარი კონკურენტი პარიზულ გუნდში ბრედლი ბარკოლაა, რომელსაც კარიერაში არც ისე კარგი პერიოდი უდგას და თუ არ ჩავთვლით ბოლო მატჩში მეხუთელიგელ ესპალეისთან გოლს, 12-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა.

ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, 22 წლის ვინგერს პირადი პრობლემები აქვს და თამაშის გამოსწორებაზე მუშაობს, თუმცა, თუ სასურველ ფორმაში მალე ვერ ჩადგება, მას ნაპოლიდან 70 მილიონ ევროდ შეძენილი ხვიჩა კვარაცხელია ჩაანაცვლებს და ფრანგს სათადარიგოზე ყოფნა მოუწევს.

შეგახსენებთ, ბარკოლამ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავი 10 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი