მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი გადაწყევტილი ამბავია.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი ნაპოლის ქართველი შემტევის სანაცვლოდ სანაცვლოდ 70 მილიონს გადაუხდის. რაც შეეხება ხვიჩას, ის პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ქართველმა შემტევმა გუშინ ნეაპოლი უკვე დატოვა და პარიზში გაემგზავრა, იტალიური გამოცემების მტკიცებით კი კონტეს ხვიჩას შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს.
საუბარია მანჩესტერ იუნაიტედი 20 წლის შემტევზე ალეხანდრო გარნაჩოზე, რომელიც წარმოშობით არგენტინელია.
დაიწერა ისიც, რომ დე ლაურენტისმა "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა ინგლისელებმა პირველი წინადადება დაბლოკეს, რადგან მეტის მოლოდინი აქვთ.