საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დამრიგებელმა, რამაზ სვანაძემ ევროპაში ქართველი ფეხბურთელებისადმი გაჩენილ ინტერესზე ისაუბრა.
ფეხბურთში მთავარია, რეალობის განცდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს წინსვლაში გვეხმარება. მიზნისკენ ნელ-ნელა უნდა ვიაროთ. სამი წელია, ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გეგმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წინსვლას უნდა წაადგეს. ამ გეგმას ყველა ასაკობრივი გუნდი მიჰყვება. დარწმუნებული ვარ, მისი რეალიზებით დიდი წარმატება გველის, ზუსტად იმ პროდუქტს და შედეგებს მივიღებთ, რაზეც დიდი ხანია, ვფიქრობთ.
ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ევროპაში ინტერესი არის და მჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება, წამყვან ლიგებში მეტ ქართველ მოთამაშეს ვიხილავთ.
- თქვა სვანაძემ.
ამავე მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველომ ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში ხორვატია დაამარცხა და დიდ ტურნირზე მეორედ ითამაშებს.