ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი 18 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის ენდრიკის განათხოვრებას 1-წლიანი იჯარით საუთჰემპტონში აპირებდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ უარყო.
მისი თქმით, მედიაში ჭორები გავრცელდა და კლუბებს ამ დრომდე არანაირი მოლაპარაკებები არ დაუწყიათ, არც თავად ფეხბურთელია საქმის კურსში.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში, ენდრიკმა თავის გამოჩენა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ჯამურად კი მოედანზე სუ ლრაღაც 122 წუთი გაატარა.