ბოლო პერიოდში, ნეიმარის ტრავმების გამო ხშირად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ არაბული ალ ჰილალი 32 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას აპირებდა, მაგრამ ბრაზილიელი შემტევის აგენტმა პინი ზაჰავიმ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
"ნეიმარის კლუბიდან წასვლის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - მას ალ ჰილალთან კონტრაქტი აკავშირებს და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერია.
ნეიმარის მამა და მე ერთადერთი ხალხი ვართ, ვისაც მის მომავალზე საუბარი შეგვიძლია და არ ვიცი, საიდან მოდის ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორები", - განაცხადა ზაჰავიმ.
ცნობისთის, ნეიმარი 1-წლიანი ტრავმის შემდეგ 4 ნოემბერს მოედანს დაუბრუნდა, თუმცა მოედანზე გატარებული 30 წუთის შემდეგ კვლავ ტრავმა მიიღო და დროზე ადრე შცვალეს.