ბრაზილიული პალმეირასის პრეზიდენტმა ლეილამ საკუთარ გუნდში ალ ჰილალის შემტევის, ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხა.
"ნეიმარი პალმეირასში არ გადმოვა, რადგან ეს კლუბია და არა საავადმყოფო. მხოლოდ ისეთი ფეხბურთელების შეძენა გვსურს, რომლებსაც თამაში ნებისმიერ დროს შეეძლებათ, როცა ამას მწვრთნელი მოსთხოვს", - განაცხადა ლეილამ.
ცნობისთის, ნეიმარი 1-წლიანი ტრავმის შემდეგ 4 ნოემბერს მოედანს დაუბრუნდა, თუმცა მოედანზე გატარებული 30 წუთის შემდეგ კვლავ ტრავმა მიიღო და დროზე ადრე შცვალეს.