პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ცოტა ხნის წინ ნაპოლის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"უმჯობესია კვარაცხელია სასწრაფოდ გაიყიდოს და მასში მიღებული თანხის სანაცვლოდ ნაპოლიმ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე დაიმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე სურათს მივიღებთ, რაც კულიბალის და ალანის შემთხვევებში იყო - დე ლაურენტისმა ისინი საჭირო დროს არ გაყიდა, მოგვიანებით კი მათი ფასი დაეცა და კლუბმა ის სარგებელი ვერ მიიღო, რასაც ველოდით.
ყველა ფეხბურთელს აქვს ფასი და როდესაც ის ძალიან მაღალია, მაშინვე უნდა გაყიდო, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ დაინტერესებული კლუბების შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სახელს ბოლო პერიოდში აქტიურად ფრანგულ პსჟ-ს და ესპანურ ბარსელონას უკავშირებენ.