დღეს, 23:45-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს.
მატჩამდე საქართველოსთან კომენტარი გააკეთა ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პაველ ჰორვატმა, რომელსაც დიდი მოლოდინები აქვს.
კარგია, რომ ქომაგებისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება. უფრო მეტი რომ დაგვესვენა, მთლად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ორივე ნაკრები თანაბარ პირობებშია. ვფიქრობ, საქართველო რომ ჩამოვა, მათ 3:0-ს დავამარცხებთ. მჯერა, რომ ეს შეგვიძლია.
- თქვა ჰორვატმა.
შეგახსენებთ, რომ თუ საქართველო დღეს ჩეხეთში მოიგებს, უდიდესი ალბათობით ნაკრები ჯგუფის გამარჯვებულიც გახდება.