ნიდერლანდების ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი ბოსნიასთან აღარ ითამაშებს და ბარსელონაში სანაკრებო პაუზიდან ნაადრევად დაბრუნდება.
ამის შესახებ ამავე ნაკრების დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბში დაბრუნება და დასვენება ფრენკისთვის უკეთესი ვარიანტი იქნება.
ამ შემთხვევაში ფრენკი დე იონგისთვის აჯობებს, რომ სავარჯიშო ბანაკი დატოვოს და ბარსელონაში დაბრუნდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალმა მიიღო, რადგან მოთამაშეთა ფიზიკურ ფორმაში ყოფნა და მათი ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია.
- თქვა კუმანმა.
სხვათა შორის, წინა დღეებში დე იონგმა თავად თქვა, რომ ტრავმის რეციდივები ისევ აქვს და ძველი თავდაჯერების დასაბრუნებლად შრომის გაღება მოუწევს.