საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს, ერთა ლიგის ეგიდით მორიგ შეხვედრას ოლომოუცში გამართავს და ადგილობრივ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
როგორც ეროვნული ნაკრების სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებით ვიგებთ, ბიჭები უკვე ჩეხეთში არიან და მორიგი შეხვედრისთვის მზადებას სულ მალე შეუდგებიან.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, ბათუმში გამართული დაპირისპირება უკრაინასთან ფრედ, 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა.