25 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა კოლო მუანმა პსჟ-ში თავი ვერ დაიმკვირდა, რის გამოც ადგილობრივი გამოწერები წერენ, რომ ფეხბურთელი ზამტრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს დატოვებს.
გავრცელებულ ჭორებს თავად ფეხბურთელმაც უპასუხა და ინფორმაცია უარყო.
"ამაზე არც ვფიქრობ - ვაგრძელებ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებ პსჟ-ის დასახმარებლად", - განაცხადა კოლო მუანმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მოედანზე ჯამში 416 წუთი გაატარა.