ბოლო დღეების განმავლობაში ესპანურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ უკლუბოდ დარჩენილი სერხიო რამოსი შესაძლო იყო მადრიდის რეალში დაბრუნებულიყო.
ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტაქტი ამ დრომდე არ ყოფილა, რაც ტრანსფერის ალბათობას ამცირებს.
თავის მხრივ, 38 წლის მცველი სიამოვნებით დაბრუნდებოდა სამეფო კლუბში.