უკლუბოდ დარჩენილმა სერხიო რამოსმა შესაძლოა კარიერა ბოკა ხუნიორსში გააგრძელოს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც იწერება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და არგენტინულ კლუბს რამოსის უფასოდ დამატება შეეძლება, რაც ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
საუბარია 1-წლიან კონტრაქტზე და ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროზე.
ცნობისთვის, 38 წლის რამოსი ბოლოს სევილიას ღირსებას იცავდა და ახალი სეზონიდან უგუნდოდაა დარჩენილი.