სამხრეთ ამერიკა | ბრაზილიამ ქულა აიღო, არგენტინამ პარაგვაიში წააგო » სპორტის ხაზი

სამხრეთ ამერიკა | ბრაზილიამ ქულა აიღო, არგენტინამ პარაგვაიში წააგო

სამხრეთ ამერიკა | ბრაზილიამ ქულა აიღო, არგენტინამ პარაგვაიში წააგო
15-11-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ადგილობრივ გიგანტებს არც ისე კარგი დღე ჰქონდათ.

ბრაზილიის ნაკრები, რომელიც ბოლო თამაშებში მოგებას მოუხშირა, ვენესუელასთან ქულები მაინც დაკარგა. 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონებიდან გოლი რაფინიამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა (43წთ), გამათანაბრებელი გოლი კი ყვითლებმა 46-ე წუთზე გაუშვეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა, - 1:1.

რაც შეეხება არგენტინას, მათ საერთოდ წააგეს. ლიონელ სკალონის გუნდი პარაგვაის ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. არგენტინელთა მხრიდან თავის გამოჩენა ლაუტარო მარტინესმა შეძლო.

ამ მომენტისთვის ცხრილის პირველ ადგილზე მესის არგენტინა 22 ქულითაა, ბრაზილია კი მესამე ადგილს 17 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი