ხვიჩა კვარაცხელია ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვისაც იბრძოდა, თუმცა ქართველმა მისი მოგება ვერ შეძლო.
როგორც სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი ატალანტას ფორვარდი მატეო რეტეგი გახდა.
გასაკვირი სულაც არაა, რომ რეტეგიმ ყველას აჯობა, რადგან მას მართლაც მშვენიერი სტატისტიკა ჰქონდა. რეტეგიმ 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.