ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბარსელონას კვარაცხელიას ყიდვა აქვს დაგეგმილი.
იტალიურმა La Repubblica-მ დაწერა, რომ ესპანური კლუბი ქართველი შემტევის სანაცვლოდ ნაპოლისთვის 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
სხვათა შორის, მამუკა ჯუღელს სწორედ ამდენის მითითება სურს ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად, რათა ხვიჩამ ნაპოლის დატოვება მარტივად შეძლოს.