ტურინული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი საბა გოგლიჩიძის ემპოლიდან გადაბირებას გეგმავს.
როგორც იწერება, ჯუნტოლი მეორე ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჭრას აპირებს. საგულისხმოა, რომ სწორედ ის იყო ადამიანი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადაიყვანა.
ვკითხულობთ, რომ ტურინის იუვენტუსმა 7 მილიონი ევრო უკვე გაამზადა და ტრანსფერი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა შედგეს.