საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ქართველი სპეციალისტი 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
რამაზ სვანაძე, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 5 წელია მუშაობს. 2019-21 წლებში, ქართველი სპეციალისტი 19-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან ახალგაზრდული ნაკრების სათავეშია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრალეთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილი შესარჩევ ციკლში, 21-წლმადე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.