ბარსელონას დირექტორმა დეკუ სოუზამ მანჩესტერ სიტის ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ თავად ჰოლანდი თუ არის დაინტერესებული ჩვენი პროექტით. ამჟამად, როცა ლევანდოვსკი გვყავს ახალი თავდამსხმელის ტრანსფერზე არ ვმუშაობით - შესაფერის მომენტში, სიტუაციის შესასაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა დეკუმ.
ცნობისთვის, 24 წლის ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 11 მატჩში თავის გამოჩენა 12 გოლით მოახერხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.