მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა ნაჩო ფერნანდესმა სამეფო კლუბში დაბრუნება გამორიცხა.
"რეალ მადრიდიდან არავინ დამკავშირებია და რომც დამირეკონ, უკან დაბრუნებას არ ვაპირებ.
ჩემი გადაწყვეტილება თავიდანვე ნათელი და მკაფიო იყო - მადრიდში ჩემი მოგზაურობა დასრულდა. ახლა არაბეთში ძალიან ბედნიერი ვარ და მთლიანად აქაურობაზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა ნაჩომ.
ცნობისთვის, 34 წლის ნაჩო ალ ქადისის ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში უკვე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.