მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ნაჩო ფერნანდესმა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა.
"ეჭვების გარეშე - ოქროს ბურთს ვინისიუს მივცემდი, ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება. პატივს ვცემ როდრის, მივწერე კიდეც და მივულოცე გამარჯვება, ასევე პატივისცემით ვარ კარვახალის და ბელინგემისადმი განწყობილი, თუმცა მსოფლიოში საუკეთესო ვინისიუსია", - განაცხადა როდრიმ.
ცნობისთვის, 34 წლის მცველი ამჯამად არაბული ალ ქადისის ღირსებას იცავს.