მადრიდის რეალმა ლა ლიგაში ოსასუნას 4:0 მოუგო და ხასიათი გამოისწორა, თუმცა ცუდი ისაა, რომ ანჩელოტის გუნდს ედერ მილიტაო ისევ მთელი სეზონით დააკლდა.
ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ჯვარედინი იოგები ისევ გაიწყვიტა და როგორც დაიწერა, რეალის უკანახაზელი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ედერ მილიტაოს გასამხნევებელი წერილი არაერთმა ფეხბურთელმა მისწერა. ასეთი ერთ-ერთი გახლავთ დანიელ კარვახალიც.