მადრიდის რეალმა გამარჯვების გემო დაიბრუნა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ლა ლიგაში ოსასუნა 4:0 დაამარცხა, თუმცა ბოლომდე საზეიმოდ საქმე როდია.
სამეფო კლუბის ბრაზილიელმა უკანახაზელმა, ედერ მილიტაომ ჯვარედინი მყესები ხელმეორედ გაიწყვიტა და როგორც დაწერეს, ის ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ედერ მილიტაომ მყესები წინა სეზონშიც გაიწყვიტა და ამის გამო რეალის მაისურით ათიოდე შეხვედრა ჩაატარა.