რეალ მადრიდის 65 წლის მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებით, სამეფო კლუბი მიმდინარე სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.
"რა თქმა უნდა, ყველა ტიტულისთვის ვიბროლებთ! დეკემბერში საკონტინენთაშორისო თასი გვაქვს, ვაპირებთ ლა ლიგაშიც დავუბრუნდეთ საჩემპიონო რბოლას, იგივე ეხება ჩემპიონთა ლიგასაც", - განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, მე-12 ტურის შემდეგ რეალ მადრიდი ლა ლიგაში 24 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და უშუალო კონკურენტ ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩება, თუმცა, ანჩელოტის გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.