ესპანურმა Fichajes-მა დაწერა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი 90 მილიონის გადადებას და ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებას აპირებს.
მომავალ ზაფხულს ქართველზე ნადირობა დაიწყება, მანჩესტერში კი მზად არიან, რომ ამ ტრანსფერით დიდი განცხადება გააკეთონ.
იუნაიტედის ქომაგები იმედოვნებენ, რომ რუბენ ამორიმთან ერთად ახალი, წარმატებული ეპოქა დაიწყება. კლუბი ბოლო წლებში 25-წლამდე ფეხბურთელებს ყიდულობს და ასე აპირებენ კვარაცხელიას შემთხვევაშიც.
ამორიმი ქართველს წამყვან მოთამაშედ მიიჩნევს, ნაპოლის კი შეუძლია, რომ ხვიჩა ისევე დათმოს, როგორც ეს ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში მოხდა.
- წერს გამოცემა.