მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა პატრიკ ევრამ პეპ გვარდიოლა საჯაროდ გააკრიტიკა.
"მიხარია, რომ კარიერაში პეპ გვარდიოლას არასდროს გავუწრთნივარ, რადგან ჩემი აზრით მან მოკლა ფეხბურთი და მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ.
მოედანზე ფეხბურთელებისგან კრეატივს საერთოდ ვეღარ ვხედავთ, გენიოსები აღარ არსებობენ და ვეღარასდროს ვნახავთ ისეთ მოთამაშეებს, როგორიც რონალდინიო იყო", - განაცხადა ევრამ.
ცნობისთვის, ევრა სხვადასხვა დროს მანჩესტერ იუნაიტედის, მონაკოს და იუვენტუსის, ნიცას, მარსალას, ოლიმპიკ მარსელის, მონცას და ვესთ ჰემის ღირსებებს იცავდა.