ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის მორიგი ტურის შეხვედრაში "ატალანტასთან" 0:3 განადგურდა.
მატჩის დაწყებამდე, მასპინძელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, დააჯილდოვეს, რომელმაც იტალიური კლუბის მაისური მეასე შეხვედრაში მოირგო.
"ნაპოლიმ" სერია A-ში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, თუმცა, 25 ქულით კვლავ ლიდერია. "ატალანტამ" კი ლიდერთან სხვაობა 3-ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.