წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის, რუდოლფო ვანოლის კომენტარი, ფოთის "კოლხეთთან" ფრედ, 1:1, დასრულებული შეხვედრის შემდეგ.
"ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იყო, თუმცა ჩვენ თვითონვე გავირთულეთ საქმე, როცა პირველივე წუთზე გავუშვით გოლი. ჩვენ აქ სამი ქულისთვის ვიყავით ჩამოსული. კარგად ვითამაშეთ, თუმცა კმაყოფილი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ვიქნებოდი.
გუნდი კარგად და მწყობრად თამაშობდა, უპირატესობას ფლობდა და ამ დროს, რაიმეს შეცვლა სწორი არ იქნებოდა.
რაც შეეხება ნიკა ხორხელს, ტრავმის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა, გუნდთთან ერთად ჯერ ბევრი არ უვარჯიშია, თუმცა მომავალ შეხვედრებში მისი გვეიმედება. ზოგადად, ჩვენ გუნდურ თამაშზე და გუნდურ წარმატებაზე ვართ ორიენტირებული და არ კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე. ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.
როგორც დღევანდელი შეხვედრა, მომდევნო მატჩიც 6 ქულიანთა კატეგორიას განეკუთვნება, "გაგრასთან" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვექნება, მეტოქე სატურნირო ცხრილში ახლოს მოგვყვება და ჩვენი უშუალო კონკურენტია. მოვემზადებით ამ შეხვედრისთვის და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი."
- ამბობს იტალიელი სპეციალისტი.