როგორც მოსალოდნელი იყო, ერიკ ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი ლისაბონის სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმიმ ჩაიბარა - ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ტრანსფერის სანაცვლოდ სპორტინგი 11 მილიონ ევროს მიიღებს, რადგან ამორის კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებდა.
რაც შეეხება პორტუგალიელი მწვრთნელის და "წითელი ეშმაკების" კონტრაქტს, ის 2027 წლამდე იქნება გათვლილი.