კატალონიის "ბარსელონამ" ხელშეკრულება გაუხანგრძლივა კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს.
21 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. "ბლაუგრანა" გვამცნობს, რომ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხა ჩაიწერა.
ფერმინ ლოპესმა "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამჯერ გაატანინა თანაგუნდელს ზუსტი საგოლე გადაცემით.
ლოპესი 2024 წელს ევრო 2024-ისა და პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.