"საშინელებაა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ფეხბურთელები ვართ და არა პოლიტიკოსები" - ერიკ დაიერმა FIFA გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"საშინელებაა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ფეხბურთელები ვართ და არა პოლიტიკოსები" - ერიკ დაიერმა FIFA გააკრიტიკა

"საშინელებაა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ფეხბურთელები ვართ და არა პოლიტიკოსები" - ერიკ დაიერმა FIFA გააკრიტიკა
20-11-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემის ფეხბურთელმა, ერიკ დაიერმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე FIFA და მისი გადაწყვეტილებები საჯაროდ გააკრიტიკა. ბრიტანელმა მცველმა თქვა, რომ ფეხბურთელების აზრს არავინ ითვალისწინებს:

"ყატარის გარშემო საკმაოდ ბევრი რამ მოხდა, რამაც ჩემი იმედგაცრუება გამოიწვია. როდესაც ყატარმა მასპინძლობის უფლება მოიპოვა, მე მხოლოდ 16 წლის ვიყავი. სამწუხაროდ, მუნდიალი სად ჩატარდება ამას ჩვენ არავინ გვეკითხება, რადგან გადაწყვეტილებას ჩვენზე ზემდგომი ადამიანები იღებენ."

"ეს ყველაფერი საშინელებაა. იმის მაგივრად, რომ ფეხბურთზე ვისაუბროთ, აქ ვსხედვართ და ამ ყველაფრის შესახებ ვსაუბრობთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ფეხბურთელები ვართ და არა პოლიტიკოსები. ამ ყველაფრის დამალვა შეუძლებელია და ის მოთამაშეები, რომლებიც მუნდიალზე მონაწილეობენ ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა." - ერიკ დაიერი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ხვალ, 17:00 საათზე ირანის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი