მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 3 კვირა რჩება, თუმცა, როგორც ჩანს, იმ გუნდებიდან, რომლებმაც მთავარ სანაკრებო ფორუმზე კვალიფიცირება შეძლეს, ყველას ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა 100%-ით გარანტირებული არ აქვს, ერთ-ერთი კი ირანის საფეხბურთო ნაკრებია, რომლის ჩემპიონატიდან მოხსნას უკრაინული მხარე მოითხოვს.
უკრაინა აღშფოთებულია იმ სამხედრო დახმარებით, რომელსაც ირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში დღემდე უწევს. როგორც იწერება, დონეცკის "შახტარის" აღმასრულებელ დირექტორს, სერგეი პალკინს სურს, რომ FIFA-მ ირანი მსოფლიოს ჩემპიონატიდან ჩახსნას, მისი ადგილი კი თავად უკრაინამ დაიკავოს. უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი ამბობს, რომ გარდა რუსეთის დახმარებისა, ირანში ადამიანის უფლებები პერმანენტულად ირღვევა, რაც უკრაინელების აზრით, კიდევ ერთი ლიგიკური მიზეზია იმისათვის, რათა ირანი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოიხსნას.