ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების და ლივერპულის მეკარემ, ალისონ ბეკერმა სეზონში გაზრდილი მატჩების რაოდენობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე ფეხბურთელებისთვის ფიზიკურად ძალიან დამღლელია.
"როდესაც შეხვედრების რაოდენობას ზრდიან, ფეხბურთელებს არავინ არაფერს გვეკითხება.
კარგად გვესმის, რომ ადამიანებს მეტი თამაშის ნახვა სურთ, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა, რომ ნაკლები შეხვედრები იყოს, რადგან დატვირთვა ძალიან გაიზარდა. საკლუბო შეხვედრებს სანაკრებო პაუზებიც ემატება", - განაცხადა ალისონმა.
შეგახსენებთ, ლივერპულმა ალისონის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილი შეიძინა, რომელიც ინგლისურ გრანდს მომავალ წელს შეუერთდება, მანამდე კი 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში ითამაშებს.