მოგეხსენებათ, ზაფხულის ბოლოს ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა, თუმცა ინგლისურ გრანდს ქართველი მეკარე მომდევნო სეზონიდან შეუერთდება, მანამდე კი იჯარის წესით ვალენსიაში ითამაშებს.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი მერსესაიდული კლუბის ამჟამინდელმა გოლკიპერმა, ალისონ ბეკერმაც გააკეთა.
"ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ მაცნობა და ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეა იყო - კლუბი მომავლისთვის უნდა მოეზმადოს.
რაც შეეხება ჩემს საკითხს, ნამდვილად ვთქვი უარი არაბული კლუბების შეთავაზებაზე, რადგან აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვაპირებ კონტრაქტის ამოწურვამდე (2026 წლამდე) დავრჩე. შეიძლება +1 წლითაც", - განაცხადა ალისონმა.