რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრა, რომელშიც მან.სიტიმ საუთემპტონი 1:0 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის ერთადერთი გოლი ერლინგ ჰოლანდმა მეხუთე წუთზე მატეუშ ნუნიეშის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ამ მომენტისთვის ჰოლანდს პრემიერ ლიგაში 11 გოლი აქვს, მისი კლუბი კი პირველ პოზიციას მოპოვებული 23 ქულით იკავებს.