სამი გრანდის ვარიანტი - სად იქნებოდა კარგი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი » სპორტის ხაზი

სამი გრანდის ვარიანტი - სად იქნებოდა კარგი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი

სამი გრანდის ვარიანტი - სად იქნებოდა კარგი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი
20-10-2024, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ნაპოლის პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელაის გაშვების შემთხვევაში პანიკაში ჩავარდნას არ აპირებს და კლუბი ქართველს ისევე ჩაანაცვლებს, როგორც ეს ნაპოლის აქამდეც უქნია.

აქედან გამომდინარე, გთავაზობთ სამი გრანდის ვარიანტს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საკმაოდ საინტერესო და წესით, პროდუქტიულიც იქნებოდა.

მიუნხენის ბაიერნი

ბაიერნი მიმდინარე სეზონში ახალი ფორმაციის გუნდია. ვენსან კომპანის ფილოსოფია ბურთის ფლობას და ტოტალურ ფეხბურთს მოიაზრებს. კლუბს ძალიან წაადგა ახალწვეული ოლისე, რომელმაც მონაწილეობა უკვე არაერთ საგოლე მოქმედებაში მიიღო, თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე შემტევს ისეთი თვალსაჩინო სეზონები აღარ აქვთ, როგორც აქამდე. მაგალითისთვის, ასეთი ერთ-ერთი კვარას პოზიციაზე მოთამაშე სერჟ გნაბრია, რომლის ჩანაცვლებაც ქართველს ჩვეულებრივ შეუძლია.

მანჩესტერ სიტი

სიტი მიმდინარე სეზონში როდრის გარეშე დარჩა და დე ბრუინიც თითქმის არ თამაშობს. მიუხედავად ამისა, მანჩესტერელები კვლავ პრემიერ ლიგის მოწინავე პოზიციებს იკავებენ და წელსაც მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან. პეპს მარჯვენა ფლანგზე უმეტესად ჟერემი დოკუ უყენია, რომელმაც ფეხი ქალაქელთა რიგებში ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა. გარდა ამისა, დაღმასვლა აქვთ ფილ ფოდენსა და ჯეკ გრილიშსაც, აქ კი შანსი კვარაცხელიას ნამდვილად ექნებოდა.

პარი სენ-ჟერმენი

პარიზელები კვარასთან ყველაზე ახლოს არიან. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქართველის შეძენა სცადეს კიდეც, თუმცა ნაპოლიში დასახელებული თანხა არ მოეწონათ და წინადადება დაბლოკეს. ლუის ენრიკეს გუნდიდან მბაპე წავიდა და მისი ადგილი ჯერ კიდევ შესავსებია. კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია ბარკოლა, მაგრამ ხვიჩას მისვლის შემთხვევაში მთავარი ლიდერი სწორედ ქართველი შემტევი გახდებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი