ლონდონის არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ემილ სმიტ-როუმ არტეტას გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
არსენალიდან წამოსვლა ჩემთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან თამაშიც მსურდა.
ისევ მინდოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. ხანდახან მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ საკუთარი თავისთვის საუკეთესო გააკეთო.
- თქვა ინგლისელმა ფეხბურთელმა.
სმიტ-როუ ახლა ფულემში თამაშობს. მან პრემიერ ლიგის 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც გააკეთა.