საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამართა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი გავიდა. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ და შეხვედრა ალბანეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ეს მარცხი სანიოლის გუნდს ძვირად დაუჯდა და FIFA-ს რეიტინგში 2 ადგილით დაქვეითდა - ამიერიდან საქართველო 68-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ალბანეთის ნაკრებს, ჩვენი მეტოქე 3 პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილზეა.