მანჩესტერ სიტის ესპანელმა თავკაცმა პეპ გუარდიოლამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარში ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"უმარტივესია იმის თქმა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. შესაძლოა ეს პელეს და მარადონას მიმართ პატივისცემის ნაკლებობას გამოხატავდეს, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესოა.
როგორც მწვრთნელი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მისნაირი მოთამაშე არასდროს მინახავს. წარმოდგენაც კი მიჭირს იმის, რომ 15-20 წელი ასეთ სტაბილურობას ინარჩუნებდა. ძალიან გამიმართლა, რომ მასთან მუშაობის საშუალება მომეცა", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, გვარდიოლა ბარსელონას და ლიონელ მესის 2008-2012 წლებში წვრთნიდა.