"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, "ბარსაზე" ისაუბრა.
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსასთან" შეხვედრა არ მსურს. ამ კლუბთან მე კიდევ დიდი კავშირები მაქვს, ბედნიერი ვიყავი და მუდამ ჩემს გულშია."
ესპანელი კლუბში 1990-2001 წლებში ასპარეზობდა, ხოლო შემდგომში 2008-2012 წლებში "ლურჯ-ბროწეულისფერებს" წვრთნიდა.