საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალინდელ დღეს ალბანეთს 20:00 საათზე უმასპინძლებს და ხასიათის გამოსწორებას შეეცდება.
იქამდე გთავაზობთ ვილი სანიოლის პრესკონფერენციას:
უკრაინასთან კარგად არ გვითამაშია, რაც ფეხბურთელებთან უკვე განვიხილეთ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი შეიცვლება.
ოთარ კიტეიშვილი? - საბედნიეროდ, ის მზადაა და ალბანეთთან თამაშში ჩვენს დახმარებას თავიდან ბოლომდე შეძლებს.
ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს? - გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ ამას ხვალ გაიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე აგრესიით გავიდეთ და 90-ვე წუთი ასე ვითამაშოთ.
აღდგენა კარგი გვქონდა, რაშიც ფედერაციამ ხელი ბოლომდე შეგვიწყო. ჩვენ ისევ ძველი გუნდი ვართ და თამაშების მოგებას ისევ შევძლებთ!
- თქვა ვილიმ.