რამდენიმე წუთის წინ, Geo Team-მა ოთარ კიტეიშვილის ტრავმასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ოთარ კიტეიშვილის აღდგენითმა პროცესმა კარგად ჩაიარა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და ალბანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
ინფორმაცია ვილი სანიოლმა დაადასტურა.
- დაწერა ქართულმა გვერდმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალინდელ დღეს ალბანეთს 20:00 საათზე უმასპინძლებს და ხასიათის გამოსწორებას შეეცდება.